წაბლანას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ეს იყო რეგიონისა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, როდესაც მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დატოვა.
208 ოჯახი ბინას ბათუმში წელს მიიღებს. თუმცა წაბლანელები აცხადებენ, რომ სია გადასახედია.
შესაძლოა სიას რამდენიმე ოჯახი დაემატოს – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.