არაადაპტირებული გარემო ქობულეთში - გამონაკლისი ახლადრეაბილიტირებული ქუჩებია, სადაც პანდუსებიც მოაწყვეს და მხედველობის არმქონეებისთვის ტროტუარზე შესაბამისი ბილიკიც დააგეს, თუმცა ეს საკმარისი არაა, რადგან სხვა ქუჩებზე გადასვლისას არაერთი დაბრკოლება გვხდება.
ხშირია სტანდარტის დარღვევის შემთხვევებიც. აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტში გასულ წელს დამონტაჟებული მოსაცდელებიც არაა გათვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ასევეა მოძველებული მუნიციპალური ტრანსპორტი.