20 წელი სატბაოს ტრაგედიიდან

18 აპრილი 2018, 00:00 1647 ნახვა

20 წელი გავიდა სოფელ ვაშლოვანის მიმდებარედ სატბაოს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. ხულოს გამგეობის,  საკრებულოს „ქართული ოცნების„ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გვირვინით შეამკეს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მემორიალთან ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს მივიდნენ. 1998 წლის 18 აპრილს მთა კარათიდან, თოვლის დნობის შედეგად ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა ჩამოიშალა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო მცირეწლოვანი. ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი