ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა სტუდია „არგინეთი“ თურქეთის ქალაქ ანკარაში ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალზე მონაწილეობისათვის ემზადება. 37 მონაწილისგან შემდგარი ანსამბლი ქართულ ფოლკლორს წარმოაჩენს.
ფესტივალზე გამგზავრების ხარჯებს ხულოს მერია 8 ათას 800 ლარით აფინანსებს. ანსამბლი „არგინეთი„ არაერთხელ იყო მიწვეული ესპანეთში, იტალიასა და ჩეხეთში.