ნატოს ვარშავის სამიტი ხვალ გაიხსნება

07 ივლისი 2016, 00:00 3915 ნახვა

ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება. სამიტის ფარგლებში პირველად იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაა დაგეგმილი. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. ნატოს რიგით 28-ე სამიტი ხვალ გაიხსნება. ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

ამავე კატეგორიაში