აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივა

15 აპრილი 2018, 00:00 1920 ნახვა

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა  გაეროს უშიშროების საბჭოს, სირიის არაბულ რესპუბლიკაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიების მიზნით რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს.  დოკუმენტის თანახმად, ქვეყნების სამეული ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ უზრუნველყოფას, ცეცხლის შეწყვეტას, ასევე გაეროს ეგიდით სამშვიდობო მოლაპარაკებებში სირიის მონაწილეობას მოითხოვს. რეზოლუციის პროექტი სირიაში ქიმიური თავდასხმების შესახებ შეტყობინებების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებასაც გულისხმობს. 

დასავლეთის კოალიცია სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციის  24-01-ის შესრულებას მოითხოვს  და დამასკოს წინაპირობების გარეშე მშვიდობიან მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებს.  მანამდე  რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც სირიაში აგრესიის შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავდა, გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი