ფასიანი პარკინგი მახუნცეთში

14 აპრილი 2018, 00:00 2645 ნახვა

მახუნცეთში პარკინგი ფასიანი იქნება. თამარ მეფის ხიდის  მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა საპარკინგე ტერიტორია ეწყობა. ჯერ მერიას მომსახურების საფასური განსაზღვრული არ აქვს თუმცა, როგორც ამბობენ შემოსავლებიდან მიღებული თანხა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

ფასიანი გახდება პარკინგი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამუშაოებისთვის ტენდერი 24 ათას ლარზე გამოცხადდა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში