კურორტ „გოდერძზე„ შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განახლდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება, კურორტის შიდა გზებზე კილომეტრი და 350 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა წყლის ახალი რეზერვუარიც. “გოდერძზე” მომდევნო წლიდან 112-ის შენობა და ვერტმფრენის ასაფრენი ზოლი განთავსდება.