''არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს''_ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ''ფრიდომ ფაუსის'' ანგარიშის კომენტირებისას ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რეიტინგი, ღიმილისმომგვრელია. “ფრიდომ ჰაუსმა” გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში „არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში“.