მოქალაქე თამარ ნაკაშიძე კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

12 აპრილი 2018, 00:00 2324 ნახვა

მოქალაქე თამარ ნაკაშიძე აჭარის მთავრობის სახლთან აქციას აგრძელებს. მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი, სადაც შემოვლითი გზა გაივლის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეაფასა.

ითხოვს პრობლემით უწყების ახალი ხელმძღვანელი დაინტერესდეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  ნაკაშიძის საქმეს ახლად დანიშნული ხელმძღვანელობა გაეცნობა და პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი