ქობულეთის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და პედაგოგებს შრომითი ანაზღაურება არ გაუზარდა. ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ინიციატორები თვლიან, რომ საკრებულოს შეეძლო ცვლილება, თუმცა საკითხი დეპუტატებმა პოლიტიკური ნების არქონის გამო არ დააკმაყოფილეს.
უმრავლესობის წევრებს კი არგუმენტად მოჰყავთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის რეფორმა, რომელიც 31 დეკემბრამდე ყველა სააღმზრდელო დაწესებულების ავტორიზაციას ითვალისწინებს. ნათია თხილაიშვილი აცხადებს, რომ ანაზღაურების წესსაც კანონი დაარეგულირებს.