შუახევში არსებული ამოუწურავი ისტორიული რესურსი და კულტურული მემკვიდრეობა – მუნიციპალიტეტში სულ 11 ძეგლია.
აქედან ერთ-ერთი ცინარეთის ციხე-კოშკია, დიდი პოტენციალით თუმცა მწირი და დაზიანებული ინფრასტრუქტურით – მოსაწესრიგებელია მისასვლელი გზა, რესტავრაციას საჭიროებს თავად კოშკი, რომელიც XI-XII საუკუნეებით თარიღდება.
საპორტიფიკაციო ნაგებობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. კოშკის ბოლო წერტილამდე მიღწევა დღეს თითქმის შეუძლებელია.