ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

11 აპრილი 2018, 00:00 2394 ნახვა

თითქმის 6 საათია ქობულეთის საკრებულოს სხდომა გრძელდება. დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხი მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების გასული წლის ანგარიშია. საკრებულოზე ხმაური დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნამ გამოიწვია.

ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები განხილულიყო რადგან პროექტი ტურისტულ სეზონამდე ვერ სრულდება. ასევე ოპოზიციისგან ხმაური მოყვა აიპი ქობულეთის მუზეუმის ხელმძღვანელის ანგარიშს. ბონდო თედორაძემ აიპის დირექტორს ქართული ოცნების აქტივისტი უწოდა და განაცხადა რომ უწყება, რომელიც მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება პარტიის პოპულარიზიაციით არ უნდა იყოს დაკავებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი