დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს

10 აპრილი 2018, 00:00 1914 ნახვა

ტყიბულში დაღუპული 5 მეშახტე დღეს დაკრძალეს, ერთს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ. დაღუპულები უკანასკნელ გზაზე არაერთმა მოქალაქემ გააცილა.

ადგილზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც, რომლებიც მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების დროებით დახურვას და რეაბილიტაციის ჩატარებას მოითხოვენ.

ცნობილია, რომ ხვალიდან შემთხვევის ადგილს უკრაინელი ექსპერტები შეისწავლიან, მომდევნო დღეებში კი პროცესში შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი