დაპირისპირება ''ქართულ ოცნებაში''

10 აპრილი 2018, 00:00 2484 ნახვა

დაპირისპირება “ქართული ოცნების” ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის – კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის გუნდი, ქანთარია-ფოფხაძე-შალელიშვილის წინააღმდეგ – განცხადებების ახალი ტალღიდან ირკვევა, რომ გაუგებრობის საფუძველი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევა არ ყოფილა – დეპუტატები საუბრობენ გუნდში არსებულ შეუთანხმებლობაზე სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძეს რელიგიით მანიპულაციაში დასდო ბრალი და გააკრიტიკა. გააკრიტიკა ისინიც, ვინც ფოფხაძე დაიცვა. ლიდერების თქმით მან უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა.

შეურაცხყოფილად თავს არ გრძნობს ეკა ბესელია, რომელიც საკითხის არა საჯაროდ, არამედ გუნდში მოგვარების მომხრეა. ამტკიცებს, რომ მას არავინ მართავს და არ ჰყავს უფროსები. უფროსობასა და ავტორიტარიზმში კი ბრალს კობახიძეს სდებენ.

გუნდის შიგნით და გარეთ დღეს ერთი თემა განიხილებოდა – ვისი გუნდი მოიგებს და დააყენებს თუ არა უმრავლესობის უმრავლესობა დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი