სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლების გასამაგრებლად 7 500 ლარად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთში არ შედგა. პროექტით 58 ობიექტს ფერდსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარებოდა. თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შენობებს გადაუდებელი სამუშაოები არ სჭირდება.
რაც შეეხება სხვა 64 ოჯახს, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ ფერდსამაგრ სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა. მერიამ პროექტების შესაძენად შესყიდვების ვებ-გვერდზე განაცხადი ხელახლა ისევ გამოაქვეყნა, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ვერ აკონკრეტებენ.