ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარაში

05 აპრილი 2018, 00:00 2212 ნახვა

აჭარაში ევრონიუსის გადამღები ჯგუფი იმყოფება. ,,Aდვენტურეს’’-ის ჟურნალისტები ჩვენი რეგიონის შესახებ გადაცემებს მომზადებენ. მათ უკვე იმოგზაურეს მაღალმთიან აჭარაში კონკრეტულად სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე, ასევე  მტირალას ეროვნულ პარკში. სიუჟეტები ევრონიუსის ეთერში აპრილის ბოლოდან გავა. ევრონიუსის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან.

ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს.  გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი