ტურისტული კომპანიების ტურებში, ქედაში მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი, ასევე ღვინის სახლი ყველაზე მოთხოვნადი ადგილებია. აღნიშნულ ობიექტებამდე მისასვლელად მოქალაქეებს ამ გზის გავლა უწევთ.
გზაზე შეგხვდებათ ამოტეხილი ასფალტის ნაწილები, ე.წ. ორმოები. რიგ შემთხვევებში გზის ნახევარზე მეტი დაზიანებულია და ასფალტის ნაცვლად ხან ხრეში, ხან კი ტალახია.
გზა განსაკუთრებით, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალის სოფელ მახოდან, სოფელ დოლოგნის მონაკვეთამდეა დაზიანებული.
აღნიშნულ გზაზე, მძიმე ტექნიკა სისტემატურად გადაადგილდება. კომპანიებს სხვადსხვა ლოკაციიდან ინერტული მასალა გააქვთ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება. ტურისტულ სეზონამდე მხოლოდ ორმული შეკეთებაა დაგეგმილი.
‘’დაზიანებულია გზა იმიტომ, რომ ინერტული მასალა გადაჰქონდათ. გზა მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია. სანამ პროექტი განხორცილდება, ვაპირებთ აღნიშნული მონაკვეთების ორმულ შეკეთებას. იმისათვის, რომ სეზონს მეტ-ნაკლებად მომზადებული შევხვდეთ.’’ - ამბობს ირაკლი მაჩალაძე.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 9-22 კილომეტრამდე მონაკვეთს, (რაც სოფელ მახოდან, სოფელ დოლოგნამდე მონაკვეთს გულისხმობს) რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საპროექტო სამუშაოებისა და დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ტენდერი გამოცხადდება. დაგეგმილია 14 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.