ქედაში ოთხწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სოფელ ხარაულაში მცხოვრები რეზო ხარაძის სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელმაც ნივთების გადარჩენა ვერ შეძლო.
ადგილზე სახანძროსა და სამაშველოს ორი ბრიგადა მუშაობდა. ქედის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულების მდგომარეობას კომისია შეისწავლის და მათ ქირით გაიყვანენ. რის შემდეგაც, დაზარალებულებს 10 ათასი ლარი გადაეცემათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.