ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი

27 მარტი 2018, 00:00 1965 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა, ძალის არგამოყენება, ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანის უფლებები – შვეიცარია უკვე მეათე წელია დისკუსიას მასპინძლობს.

ექსპერტები, ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდს, რომელიც დღეს გაიხსნა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ტექსტი ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ და ოფიციალურად შეჯერებული, ცნობილია რომ დისკუსიების ფორმატში იგეგმება ერთობლივი განცხადების მიღება.

ქართული მხარე აცხადებს, რომ დოკუმენტს ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს თუ რუსეთი დაადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი ქართული მხარის მტკიცებით არ გულისხმობს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას, ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას. ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მიუერთდეს არანაირ დეკლარაციას რასაც ოკუპანტი სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი