აჭარის მაღალმთიანეთსა და ქობულეთში წიწვოვან კორომებში დაავადებებთან საბრძოლველად მწერსაჭერი ხაფანგების განთავსება გრძელდება. 2014-2015 წლებში 6-6 ათასი ერთეული ხაფანგი განთავსდა.
ტყის მავნებელ დაავადებათა ბრძოლის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხაფანგების საშუალებით დაავადებები და ხაფანგების რაოდენობა შემცირდა. ამის გარდა, რეზო ვასაძის თქმით, აჭარის სატყეო სააგენტოს ლაბოლატორიაში სასარგებლო მწერები გამოჰყავთ, რომლებსაც მავნებლებთან ბრძოლისთვის იყენებენ.