ჩავარდნილი ტენდერი

25 მარტი 2018, 00:00 1872 ნახვა

ელექტრონული ტენდერი, რომელიც ქობულეთის მერიამ ბავშვთა საერთაშორისო დღის ღონისძიებების ორგანიზებისთვის 6000 ლარად გამოაცხადა ჩავარდა. ერთადერთ მონაწილე კომპანიას მერიამ დისკვალიფიკაცია არასრული დოკუმენტების მიწოდების გამო მიანიჭა.

ჯერ უცნობია  როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი. 2018 წელს  კულტურული ღონისძიებებისთვის ქობულეთში 85 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც გასულ წელთან შედარებით 5 ათასი ლარით ნაკლებია. ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სახალხო დღესასწაული “ქობულეთობა.” იქნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი