მეწყრის გამო შეფერხებული მოძრაობა

25 მარტი 2018, 00:00 2576 ნახვა

ბათუმი -ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.  მიზეზი, სოფელ დიოკნისთან ჩამოწოლილი მეწყერია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 92-ე კილომეტრზე მეწყერი ყოველი წვიმის დროს ვითარდება.

გეოლოგების დასკვნის მიხედვით ახლა პროექტი მზადდება. გზის აღდგენისთვის წინასწარი გათვლით, 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების მიხედვით გამაგრდება არამდგრადი სავალი ნაწილი და მოეწყობა ბეტონის გაბიონი. სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება. ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყრული პროცესები თებერვალში განვითარდა, რამაც კურორტ გოდერძთან და 9 სოფელთან დამაკავშირებელი გზა რამდენიმე დღის გამავლობაში ჩაკეტა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი