არჩილ  ტატუნაშვილის  ცხედარი  საკუთარ სახლში გადაასვენეს

21 მარტი 2018, 00:00 2059 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გაასვენებენ. სოფელ წილკანში ცოტა ხნის წინ ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული მივიდა. მათ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადეს.

26 დღიანი ლოდინის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. მათ, ქართულ მხარეს დოკუმენტებიც გადმოსცეს- ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, ექპსერტიზის დასკვნას ქართული მხარე არ ენდობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი