ქედაში მოსწავლეთა სპორტული ჩემპიონატი დაიწყო

20 მარტი 2018, 00:00 1936 ნახვა

ქედაში მოსწავლეთა სპორტული ჩემპიონატი დაიწყო. მასში 12 საჯარო და 5 საბაზო სკოლა მონაწილეობს.  შეჯიბრება სპორტის 5 სახეობაში მაგიდის ჩოგბურთში,  ჭადრაკში, ფრენბურთში, კალათბურთსა და ფეხბურთში ჩატარდება.  მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ.  ჩემპიონატისთვის ქედის მერიამ 2 ათას 480 ლარი გამოყო. ოლიმპიადის ორგანიზატორი ქედის რესურსცენტრია.
 

ამავე კატეგორიაში