აშშ ელჩის გამოსამშვიდობებელი საღამო

20 მარტი 2018, 00:00 1562 ნახვა

საქართველოში შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.

მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. იან კელიმ გამოსვლისას საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კურსს შეინარჩუნებს.

ამავე კატეგორიაში