სოფელ ქოსოფელში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ცენტრთან მისასვლელი გზა წლების წინ ჩამოსულმა მეწყერმა დააზიანა. მოსახლეობა ამ დრომდე შემოვლითი გზით სარგებლობდა.
ჩახერგილი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი გამოიყო, სამუშაოებისთვის გარკვეულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა გახდა საჭირო. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ხეების გაჩეხვა აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით მოხდა.