შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. შუახევის მუნიციპალიტეტში, შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
ავტომანქანების მძღოლებმა, ხე-ტყის წარმოშობის სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. ავტომანქანები დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.