საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

14 მარტი 2018, 00:00 2049 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებული საქმეების გასული წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  დოკუმენტი განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით განხორციელებულ აქტივობებს, წლის განმავლობაში მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების მიმოხილვას და ანალიზს მოიცავს. ანგარიში პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

სასამართლოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში წლიური ანგარიში პირველად გამოქვეყნდა. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შიდა კვლევების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც მათი შეფასებით მოქალაქეების მხრიდან ინსტანციისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას ნიშნავს. ანგარიშში ყველა ის გახმაურებული საქმე, სარჩელი და საკითხი მოხვდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს განიხილა. სტატისტიკა ასე გამოიყურება.

ამავე კატეგორიაში