სწორად ჩატარდა თუ არა ფერდსამაგრი სამუშაოები?

12 მარტი 2018, 00:00 1790 ნახვა

შუახევში “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. მირზა თურმანიძის თქმით, სოფელ უჩამბის საავტომობილო გზაზე მეწყერ-საწინააღმდეგო გაბიონი არასწორად მოეწყო. მისი მტკიცებით, სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის მიხედვით არ ჩატარებულა, რამაც მეწყრის გააქტიურება გამოიწვია.

მერიის განმარტებით კი სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყო. მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მეწყერი უჩამბის გზაზე ხშირად ვითარდება, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მალევე ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი