მოსახლეობის მოთხოვნა

10 მარტი 2018, 00:00 1824 ნახვა

სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლები. მათი თქმით წლების განმავლობაში მცირე მეწყრულმა პროცესებმა სანიაღვრეები ამოავსო რის გამოც წყალს ვეღარ ატარებს და წვიმის დროს ეზოები იტბორება.

გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები სოფლებში მუდმივად მოწმდება და საჭიროებისამებრ იწმინდება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერეკლე კახიძის განცხადებით არხი ესაზღვრება ერთ -ერთი ადგილობრივის ნაკვეთს, რომელიც სანიაღვრის ჩამოსხმის შემთხვევაში ნაკვეთზე ფერდსამაგრი კედლის აშენებას ითხოვს, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე დეპარტამენტისთვის პრიორიტეტი არ არის. კაპიტალური სანიაღვრე სისტემის მოწყობის საკითხს დეპარტამენტი მომავალში განიხილავს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი