მიტოვებული და მოუვლელი ნაეკლესიარები და ციხე-კოშკები ხულოში - სხალთა - ხიხანის ხეობაში რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. უგზოობის გამო “მთავარმა” მხოლოდ ორის გადაღება შეძლო. ეს მე-12-ე საუკუნით დათარიღებული ვარციხე და კალოთაში არსებული ტაძრის ნანგრევებია.
ამ სოფელში 30 მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს, ფიქრობენ, რომ ეკლესიის ადგილზე ისევ ეკლესია უნდა აშენდეს. რთული და სახიფათო გზის გამო დღეს ვერ გადავიღეთ, თუმცა ცნობილია რომ ბოლოს რისი რესტავრაციაც გადაწყდა და ფინანსებიც გამოიყო ეს ხიხანის ციხეა – გასულ წელს გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.