სოფელ კოკოტაურის მცხოვრებლები კლუბის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით დაზიანებული სახურავიდან ჩასული წყალი, შიდა სივრცეს აზიანებს. შენობაში სამედიცინო პუნქტიც ფუნქციონირებს. პრობლემა ცნობილია ქედის კულტურის ცენტრისა და მერიისთვის.
ირაკლი სირაბიძის ინფორმაციით, წელს ბიუჯეტში კოკოტაურის კლუბის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არაა. იგეგმება მხოლოდ ვაიოსა და კვაშტის სასოფლო კლუბების რეაბილიტაცია. ასევე 60 ათასი ლარი მოხმარდება ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას.