43 გაუქმებული კულტურის სახლი შეუახევში

01 მარტი 2018, 00:00 3112 ნახვა

გაუქმებული 43 კულტურის სახლი და ამდენივე ანსამბლი – ეს შუახევია. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები უხუცესები ფიქრობენ, რომ სწორედ მსგავსი თავშეყრის ადგილების გაუქმებაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სოფლები დაცლის პირასაა.

ფაქტი განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხება, რომლებსაც ზოგიერთ სოფელში თითქმის ვეღარ ნახავთ. ადგილობრივი მთავრობა წელს ერთი კულტურის სახლის გახსნას გეგმავს, ისიც მრავალფუნქციური სოფლის სახლის ბაზაზე.

გეოლოგების დასკვნას ელოდება მერია, რის შემდეგაც გადამოწმდება დაანგრევენ თუ, რეაბილიტაციას ჩაუტარებენ ძველ, ფუნქციადაკარგულ კულტურის სახლებს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში