დისკვალიფიკაცია საკალაბურთო კლუბს

28 თებერვალი 2018, 00:00 2211 ნახვა

ხვალ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-20 ტურის შეხვედრას „ბათუმი“ – „სოხუმის“ წინააღმდეგ ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართავს. აკრძალვა საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის დისციპლინურ-ტექნიკურმა კომიტეტმა დააწესა.

სანქცია 11 თებერვალს გამართულ “ბათუმისა” და “რუსთავის” შეხვედრას უკავშირდება. გუნდი გულშემატკივრების მხრიდან მსაჯების მიმართ მკაცრად გამოხატული პროტესტის გამო დაისაჯა.


ბათუმელი გულშემატკივრები ფედერაციის  გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ხვალინდელი თამაშის წინ მშვიდობიან საპროტესტო აქციას აანონსებენ. შეხვედრა ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში 18:30 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში