ქედის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა 65 ოჯახი შეისწავლეს. განცხადებები ძირითადად საცხოვრებელ სახლებთან განვითარებულ მეწყრულ პროცესებს უკავშირდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგანგაშო ვითარება არ არის და განსახლებას არც ერთი ოჯახი არ ექვემდებარება.
ქედის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულებს შესაბამისი დასკვნების და არსებული პროგრამების მიხედვით დაეხმარებიან. მოქმედებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ბენეფიციარებისთვის 25 ათას ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ასევე მუნიციპალიტეტს თანხები აქვს გათვალისწინებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის.