სპორტული მოედნები ქედაში

27 თებერვალი 2018, 00:00 2968 ნახვა

ქედაში, სოფელი კოკოტაურის მოსახლეობა მინი სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვს. ახალგაზრდები სპორტული თამაშებისთვის სოფლის ცენტრს იყენებენ, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. ის მოედნები კი რომლებიც მუნიციპალიტეტმა ააშენა უკვე რეაბილიტაციას საჭიროებს.

ასეთია, მაგალითად სოფელ წონიარისის მოედანი - ორი წლის წინ შეკეთდა, თუმცა უკვე დაზიანებულია. ქედის მერიას სტადიონების რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სოფელ კოკოტაურში საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, ჩოგბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში