საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან

27 თებერვალი 2018, 00:00 2311 ნახვა

“შეწყდეს ხეების ამოთხრა,” “STOP ბიძინა” - “ერთიანი ნაციონალური მოძრობა” კვლავ ხეების ამოთხრას აპროტესტებს. მათ დღეს მთავრობის სახლთან აქცია გამართეს, აქციაზე იმყოფებოდნენ სხვა მოქალაქეებიც, დაანონსებული იყო სტუდენტების მისვლაც, თუმცა ისინი მთავრობის სახლთან არ გამოჩენილან. აქციაზე გამოჩნდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელმაც განაცხადა რომ იზიარებს ამ პროტესტს, ასევე უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე.

ისინი ათობით ხის გადატანას აპროტესტებენ, აცხადებენ რომ მახინჯაური და ქობულეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. “ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქციას მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი