გაზაფხულის პირველ დღეს ტემპერატურა 20-დან 5 გრადუსამდე დაეცემა

27 თებერვალი 2018, 00:00 3024 ნახვა

1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 5 გრადუსამდე დაეცემა.  საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ძალიან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება (იხილეთ ვიდეო) და ტემპერატურის 12-14 გრადუსით დაცემა.

28 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 1 მარტს, ღამით +11,+13, დღის ბოლოს კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ზღვაზე ხილვადობა შეიზღუდება 800 მეტრამდე, შეიქმნება შტორმული სიტუაცია, ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს.

ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენა, 2 მარტს შუადღის საათებში შეწყდება და 3 მარტიდან ისევ დათბება.  

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში