ენმ აჭარის მთავრობას რეგიონში რუსული გავლენების გაძლიერების ხელშეწყობაში ადანაშაულებს

26 თებერვალი 2018, 00:00 1788 ნახვა

“ნაციონალური  მოძრაობა”  აჭარის   მთავრობას რეგიონში  რუსული  გავლენების  გაძლიერების  ხელშეწყობაში ადანაშაულებს.  საუბარია ქონების დაბრუნებაზე,  რომელიც    2004  წელს  აბაშიძის  ხელისუფლების  დროინდელ  უშიშროების  მინისტრს  სოსო  გოგიტიძეს,  როგორც არაკეთილსინდისიერად მოპოვებული საკუთრება,  ჩამოერთვა.  მოგვიანებით  შენობა  უშიშროების სამსახურს გადაეცა. 2016 წელს სასამართლოს განჩინებით მიწა და შენობა სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს გადაეცა,  ოპოზიციის  მტკიცებით, ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა რისთვისაც აჭარის მთავრობამ მას  კა-2-ის  კოეფიციენტი  გაუზარდა.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორია ყოველთვის ენვერ ცეცხლაძის საკუთრებაში იყო და ამის დამტკიცება მესაკუთრემ სასამართლოს ორ ინსტანციაში მოახერხა. აჭარის მტავრობის ინფორმაციით, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი მასში ჩაერიოს. მთავრობაში ოპოზიციის განცხადება რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიად შეფასდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი