სააპელაციო სასამართლომ დეკანაძის განაჩენი უცვლელი დატოვა

26 თებერვალი 2018, 00:00 1929 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო  სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს  განაჩენი  უცვლელი დატოვა  და 11--12 მარტის აქციის საქმეში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ლაშა დეკანაძე პატიმრობაში რჩება.

დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. სპეციალურმა კომისიამ დეკანაძის ვადამდე გათავისუფლების საკითხი 17 მარტს უნდა განიხილოს, ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული მიმდინარე წლის მარტში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ლაშა დეკანაძეს გამოძიება 11 -12 მარტის აქციაში მონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა და ხულიგნობის მუხლით გაასამართლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი