ქედასა და შუახევში ზარალს ამ დრომდე ითვლიან

03 ივლისი 2016, 00:00 2827 ნახვა

სტიქიის შედეგად მეექვსე დღეა გურამ თურმანიძის ცხრა წევრიანი ოჯახი და მერისის თემის ოთხი სოფლის მთა კოსლითავის 30-მდე მოიალაღე გარესამყაროსაა მოწყვეტილი, კოსლითავიდან წამოსულმა ადიდებულმა მდინარემ აღნიშნულ ოჯახებთან მისასვლელი ორი საცალფეხო და ერთი საავტომობილი ხიდი წაიღო. სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო და კერძო ბიზნესის ჩათვლით 2 მილიონამდე ზარალი მიაყენა. სტიქიის შემსწავლელი კომისიის პირველადი მონაცემებით, სტიქიამ გამგეობის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურას 100 ათასამდე ლარის ზიანი მიაყენა, რაც შეეხება გზებს, აქ დაახლოებით 400 ათასი ლარის საგზაო ინფრასტრუქტრურაა დაზიანებული. შუახევის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 100 ათას ლარზე მეტი ზარალი მიაყენა. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, უჩამბაში გუდნის წყალზე მოძრაობა აღდგენილია. ორი დღის განმავლობაში აღნიშნულ ტერირორიაზე ადგილობრივებთან ერთად ჰესების მშენებარე კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები, საგზაო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ზარალის საბოლოო მონაცემები ცნობილი ხვალ გახდება. 

ამავე კატეგორიაში