ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი სამარშუტო ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით გაძვირდა

22 თებერვალი 2018, 00:00 2082 ნახვა

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი სამარშუტო ტრანსპორტის ტარიფი 10 თეთრით გაძვირდა.  მძღოლები ამბობენ, მგზავრობის საფასური საკუთარი ინიციატივით გაზარდეს საწვავის ფასის და მარშრუტის მატების გამო.  

ტრანსრეგულირების სამსახურში, რომელთანაც აღნიშნული ტრანსპორტის მძღოლები ხელშეკრულებით მუშაობენ, ამბობენ, რომ ტარიფის ცვლილების შესახებ მერიას აცნობეს, თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული საკითხი არ განუხილავს. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი