“კირნათი ჰესის” მშენებლობის დასრულება გვიანდება – ვადა თავდაპირველად შეთანხმებით გასულ წელს იწურებოდა, თუმცა პირობა შეიცვალა და თარიღი გადავადდა. მშენებელ კომპანიას კვლავ მოლაპარაკებები აქვს მოსახლეობასთან, რომლებიც უნდა განასახლონ. შეთავაზებულ თანხას არ თანხმდებიან მარადიდელები. კომპანიამ არაერთხელ გამოიყენა ექსპროპრიაციის, ანუ იძულებით განსახლების უფლება.
ექსპლუატაციაშია შესული “აჭარ ენერჯი 2007”-ის კიდევ ერთი ელექტროსადგური – “ხელვაჩაური I.” კასკადის შემადგენლობაში შემავალი “ხელვაჩაური II”-ის მშენებლობა კი ამეტაპზე არ იგეგმება – ამ საკითხის გადაწყვეტა კომპანიის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. რა სარგებელი რჩება რეგიონს ამ სადგურებიდან? როგორც გავარკვიეთ ხელვაჩაურის ბიუჯეტში შედის ქონების გადასახადი, ამასთან – ელექტროენერგიის დიდ წილს, ზამთრის პერიოდში საქართველო ყიდულობს.