ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნორმატიული ფასების დადგენაზე იმსჯელეს. რომლის მიხედვითაც ქალაქი ცენტრალურ, შუალედ და პერიფერიულ ზონებადაა დაყოფილი. ცენტრალურ ნაწილში მიწის ფასი 54,29 ლარს შეადეგენს.
შუალედურ ზონაში 20,88 თეთრს, ხოლო პერიფერიებში 14,62 ლარი. სხდომაზე ასევე იმსჯელეს საკრებულოს იმ წევრების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები. მათი ხარჯები ანაზღაურდება, უბრალოდ ხარჯი არ უნდა შეადგენდეს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15 პროცენტზე მეტს.