ხულოს მერიისა და საკრებულოს ვებ გვერდზე საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ არის განთავსებული - ამის შესახებ ანგარიში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აჭარის რეგიონულმა წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.
იურისტის განმარტებით, აჭარის მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება მუნიციპალიტეტებს 2012 წლიდან დაევალათ. ხულოს მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია ვებ-გვერდზე დაგვიანებით და არასრულად განათავსა.
ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვებგვერდის დაბალ პარამეტრებზე საუბრობს. თორნიკე მიქელაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან პრობლემის მოსაგვარებლად 4 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.