ქობულეთში სოფელ ჯიხანჯურში ადგილობრივები 4 თვის წინ მეწყრის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზის გამაგრებას ითხოვენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა გზის გარეშე დარჩნენ.
საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გამაგრება სწორედ მცოცავი მიწის გამო ვერ მოხერხდება, ამიტომ ტერიტორიას პერიოდულად ნატანით შეავსებენ. ერეკლე კახიძის ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში მეწყრით 64 ობიექტია დაზიანებული, რომელთა გამაგრება- რეაბილიტაციისთის პროექტების დამუშავება მიმდინარეობს.