დაუზუსტებელი მონაცემები

02 ივლისი 2016, 00:00 3538 ნახვა

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნამონასტრევში გურამ თურმანიძის საცხოვრებელთან მისასვლელი ხიდი წაიღო, რის გამოც თურმანიძეების ოჯახი მეხუთე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.   დამეწყრილი ტერიტორიები სოფელ გეგელიძეებში და წონიარისში ამ დროისთვის გაწმენდილია. სტიქიამ აქ  საავტომობილო გზა ჩახერგა და მოძრაობა შეიზღუდა სვანივრის უბნის მიმართულებით. ამ დროისთვის  აქ მოძრაობა აღდგენილია. ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურას სტიქიამ 58 ათას ლარის ზარალი მიაყენა,  რაც შეეხება გზებს, აქ  დაახლოებით 400 ათასი ლარის  სამუშაოებია  ჩასატარებელი. ეს ზარალის დამთვლელი კომისიის პირველადი მონაცემებია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი