წიფლისა და წაბლის ტყეები მაჭახლის ხეობაში და დაცული ტერიტორია უნიკალური ცოცხალი ორგანიზმით – ამ ტყის უნიკალურობის დამტკიცებას საქართველო იუნესკოსთან ცდილობს. პროცესი 2005 წელს დაიწყო და 2 წლის წინ განახლდა. ბოლო სტადიაზე გადასულმა გარემოს დაცვის სააგენტომ ამჯერად მართვის გეგმა უნდა მოამზადოს.
მიზანი შემდეგი სტატუსის მიღებაა - ბუნებრივი მემკვიდრეობა.  პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მემკვიდრეობის სახელის ქვეშ  მაჭახელასთან ერთად, აჭარაში არსებული სხვა დაცული ტერიტორიებიც მოხვდება, მახასიათებლები საერთოა – ჭარბტენიანი, ცოცხალი და კოლხური.
ვარაუდობენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მონიჭებული ახალი სტატუსი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე ავტომატურად აისახება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ყველაზე ახალ ეროვნულ პარკში დღეს - მაჭახელაზე გვიყვება ირინე წუწუნავა. 
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            