ჩოლოქში გაზიფიცირებას  ითხოვენ

16 თებერვალი 2018, 00:00 2839 ნახვა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში მცხოვრებლები არჩევნების დროს გაცემული დანაპირების შესრულებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, წლებია ელოდებიან ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას. მოსახლეობის თქმით, ბოლო ასეთი დაპირება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გაიცა. ჰყვებიან, რომ ზამთრის სეზონზე პრობლემები აქვთ გათბობასთან დაკავშირებით, რადგან ძვირი უჯდებათ შეშის შეძენა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და ამ პრობლემის მოგვარება მირიან ქათამაძის განცხადებით, მხოლოდ მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის.

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კი განმარტავს, რომ სავარაუდოდ 2018-ში ჩოლოქის დასახლების გაზიფიცირება ვერ მოხერხდება, რადგან კობა ნაკაიძის თქმით, კომპანია ,,სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარა” ამ ეტაპზე ქობულეთში გაზიფიცირებას რამდენიმე სოფელში ერთდროულად ახორციელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ამის მიუხედვად იგი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. ამასთან კობა ნაკაიძე აცხადებს, რომ მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2 წელში დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი